პოპულარული სერიალის, „ტედ ლასოს“ გულშემატკივრებისთვის სასიხარულო სიახლეა: Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა მეოთხე სეზონის დაბრუნება.
მიუხედავად იმისა, რომ მესამე სეზონის ფინალი ბევრისთვის ისტორიის დასასრულს ჰგავდა, ჯეისონ სუდეიკისი კვლავ მოირგებს საკულტო მწვრთნელის როლს. ახალი სეზონის პრემიერა 2026 წლის 5 აგვისტოს არის დაგეგმილი და სერიები ყოველ ოთხშაბათს, 7 ოქტომბრამდე გამოვა.
მეოთხე სეზონი სიუჟეტურ სიმძიმის ცენტრს ცვლის. ტედი რიჩმონდში ბრუნდება, თუმცა ამჯერად მისი გამოწვევა ქალთა მეორე დივიზიონის გუნდის გაწვრთნა იქნება. სანამ ტედი ახალ გუნდს ჩაუდგება სათავეში, რიჩმონდის კაცთა გუნდი როი კენტის, მწვრთნელ ბერდისა და ნეითის ხელში რჩება. სიუჟეტის ეს შემობრუნება სერიალში ახალ პერსონაჟებსა და განსხვავებულ დინამიკას შემოიტანს.
რაც შეეხება სამსახიობო შემადგენლობას, ძველი ქასთიდან ჰანა უოდინგემს, ჯუნო ტემპლს, ბრეტ გოლდსტაინსა და ჯერემი სვიფტს კვლავ ვიხილავთ. თუმცა, გულშემატკივრებისთვის დასანანია, რომ ფილ დანსტერი (ჯეიმი ტარტი) და ნიკ მოჰამედი (ნეითი) ამ ეტაპზე დაბრუნებულთა სიაში არ ფიგურირებენ, რაც სავარაუდოდ მათი გადატვირთული გრაფიკითაა განპირობებული.
მეოთხე სეზონი 10 ეპიზოდისგან შედგება და ისტორიის ერთგვარ ახალ თავად მოგვევლინება.