7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერიკ ტენ ჰაგმა ჩელსისთან 3:4 წაგება შეაფასა.
მანჩესტერი 0:2-დან თამაშში დაბრუნდა და 3:2 წაიყვანა, თუმცა საბოლოოდ 3:4 დამარცხდა.
„ცუდად დავიწყეთ, ინდივიდუალურად ვცდებოდით. მაგრამ მქონდა შეგრძნება, რომ მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით და თამაშში დავბრუნდით კიდეც. გამარჯვებასთან მეტოქეზე ახლოს ვიყავით - კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და დიდებული გოლები გავიტანეთ. კომპენსირებულ დროში კი უბრალოდ საქმე ვერ მივიყვანეთ ბოლომდე.
საკუთარი სამუშაო უნდა შეასრულო და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. არასაკმარისად სწრაფად ვრეაგირებდით იმისთვის, რომ მსგავსი სიტუაციები აგვერიდებინა თავიდან. მატჩში ჩვენ ვდომინირებდით, განსაკუთრებით სახიფათოები ვინგერები იყვნენ - გარნაჩო, ანტონი.
უფრო ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღება გვმართებს. ვნახეთ, როგორ შეგვიძლია კონტრშეტევებიდან გოლების გატანა. მაგრამ უკეთ უნდა ვხვდებოდეთ, უკეთ როდის უნდა შევინარჩუნოთ ბურთი, განსაკუთრებით როცა ვიგებთ." - აღნიშნა ტენ ჰაგმა.
კომენტარები