სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცუდი ფორმის გამო, ანტონი მარსიალი ინდივიდუალურ ვარჯიშებზე გადაიყვანეს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგის აზრით, თავდამსხმელმა ვირუსის შემდეგ, რომლის გამოც 9 დეკემბრიდან მოედანზე არ გასულა, ფორმა სათანადოდ ვერ აღიდგინა.
ამის გამო, ფრანგი ფეხბურთელი საერთო ჯგუფთან ვარჯიშებს ჩამოაშორეს და ამიერიდან, ფორმის აღდგენამდე, მარსიალი ინდივიდუალურად იმუშავებს.
თუმცა, ტენ ჰაგის ეს გადაწყვეტილება სასჯელი არ არის. უბრალოდ, მწვრთნელის აზრით, ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშისთვის საჭირო ფორმაში არ არის.
სეზონის ბოლოს, ანტონის გუნდთან კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით, ის თავისუფალი აგენტი გახდება.
კომენტარები