ჩელსის მფლობელი ტოდ ბოელი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი დარჩა.
ლონდონურმა კლუბმა გასულ სეზონში კონფერენც ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ჩემპიონატში კი მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.
„უკეთეს შედეგზე ვერც კი ვიოცნებებდით, მათ საუცხოო სამუშაო შეასრულეს და თავდაუზოგავად იშრომეს. ამერიკაში ენცოს ხელმძღვანელობით ნამდვილად ერთიანები ვიყავით.
კლუბმა მარესკას დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო?
როგორც ჩანს, კი. ის თავისი საქმის ოსტატია.
შეგვიძლია თუ არა ჩელსი ახალ სეზონში ჩემპიონობის კანდიდატად მოვიაზროთ?
ვფიქრობ, ბიჭებმა წარმოაჩინეს თავი ძალად, რომლის ყურადღებაც უნდა გქონდეს. ჩვენც სწორედ ეს გვინდოდა." - აღნიშნა ამერიკელმა ბიზნესმენმა.