ბორნმუთმა ჩელსის მეკარის ჯორჯე პეტროვიჩის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.
სერბმა გოლკიპერმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არსებული ინფორმაციით, ბორნმუთი გოლკიპერის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის.
2024/25 სეზონში პეტროვიჩმა იჯარით სტრასბურგში ითამაშა და ლიგა 1-ს 31 მატჩში 38 გოლი გაუშვა.