ტონი ადამსს მიაჩნია, რომ არტეტამ არსენალში კაპიტანი უნდა შეცვალოს.
„წელს არტეტას ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა ჰქონდეს გუნდთან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჰქონია. ვგულისხმობ კაპიტნად დეკლან რაისის დანიშვნას. ვფიქრობ, დეკლანი - შესაფერისი კაპიტანია. ეს ნაბიჯი ოდეგორს გაცილებით დიდ თავისუფლებას მისცემს.
დროთა განმავლობაში მწვრთნელს უწევთ ვიღაცის არჩევა, ვინც მას და მის საფეხბურთო კლუბს განასახიერებს. ვიღაცის, ვისაც მისი აზრით, კლუბის ახალ დონეზე აყვანა შეუძლია.
მე კაპიტნად დეკლან რაისი მესახება, თუმცა არტეტას მივმართავ: "მიდი, გამოიჩინე თავი. მოვიდა დრო თავი ფანტასტიკურ და გამარჯვებულ მწვრთნელად წარმოაჩინო, იმიტომ რომ ოდეგორის კაპიტნობით ჩემპიონატს ვერ მოიგებ." - აღნიშნა არსენალის ექს-მცველმა.
ბოლო სამი წელია, არსენალი ეპლ-ს მეორე ადგილზე ასრულებს.