ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივერპული მარკ გეჰის პირად დეტალებზე შეუთანხმდა.
ახლა მოლაპარაკებები კლუბებს შორის მიმდინარეობს. კრისტალ პალასი ცენტრალურ მცველში 35 მილიონ ფუნტს მიიღებს. სავარაუდოა, რომ საბოლოო შეთანხმება მალე შედგება.
ლივერპული ასევე ჯოვანი ლეონის ტრანსფერზე მუშაობს, რომელსაც მერსისაიდულ კლუბში გადასვლა სურს. გეჰი და ლეონი ერთმანეთის ალტერნატივად არ განიხილებიან და წითლებს ორივეს დამატება უნდათ.
ლივერპული ლეონის იტალიაში იჯარით დატოვებას არ განიხილავს და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ის მაშინვე შუერთდეbა ახალ გუნდს.
18 წლის იტალიელმა მცველმა ლივერპულს უკვე განუცხადა თანხომა და ახლა ჯერი კლუბებზეა, რათა ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.