იტალიელი ფეხბურთელი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
პარმას ცენტრალური მცველი ჯოვანი ლეონი ლივერპულში ითამაშებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა შეთანხმებას მიღწიეს.
მერსისაიდული კლუბი 18 წლის ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს გადაიხდის, ლეონი არნე სლოტის გუნდს ამ ზაფხულსვე შეუერთდება.
კლუბებს შორის გაფორმებული შეთანხმება მომავალი გაყიდვიდან პარმასთვის თანხის ნაწილს ითვალისწინებს.
196 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელს პარმასთან ერთად სერია ა-ში 17 მატჩი აქვს ჩატარებული.