დონარუმას აგენტმა იტალიელი გოლკიპერის კარიერის გაგრძელების სავარაუდო ვარიანტი დაასახელა.
„ჩემი აზრით, ჯიჯიოსთვის საუკეთესო ვარიანტი ინგლისის პრემიერ ლიგაა, სწორედ ამ ვარიანტზე ვმუშაობთ.
რატომ მიდის დონარუმა პსჟ-დან?
იტალიურ კლუბებთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვაქვს. ჯერ კიდევ შოკირებულები ვართ პსჟ-ს ქცევით." - აღნიშნა იტალიელი ფეხბურთელის წარმომადგენელმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დონარუმას შეძენით ყველაზე მეტად მანჩესტერ სიტია დაინტერესებული.