უეფას სუპერ თასზე პარი სენ-ჟერმენმა ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლა.
VIDEO: პსჟ - ტოტენჰემი [პენალტების სერია სრულად]
ეს პარიზული გუნდისთვის 2025 წელს მორიგი ტიტულია, შესაბამისად კიდევ ერთი თასი მიითვალა მონაგარში ხვიჩა კვარაცხელიამ.
ქართველი ფეხბურთელისთვის ეს მიმდინარე წელს უკვე მე-5 ჩემპიონობაა.
კვარაცხელიამ პსჟ-ში გადმოსვლის შემდეგ 4 ტიტული მოიგო - ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი.
არ უნდა დავივიწყოთ იტალიის სერია ა-ც, რომლის ჩემპიონიც ნაპოლი გახდა. კვარაცხელიამ კი პარტენოპეის სეზონის პირველ ნახევარში მონაწილეობა მიიღო და მნიშვნელოვანი საგოლე მოქმედებებითაც გამოირჩევა.
წელს პარი სენ-ჟერმენსა და ხვიჩას კიდევ ერთი ტიტულის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსისთან დამარცხდა.