უეფამ ევროპის სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
პსჟ - ტოტენჰემის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგი უსმან დემბელე დასახელდა.
VIDEO: პსჟ - ტოტენჰემი [პენალტების სერია სრულად]
პირველი ტაიმი დემბელეს აშკარად ჩაუვარდა და როცა გუნდი 0:2-ს აგებდა მოედანზეც ნაკლებად ჩანდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უსმანმა გამათანაბრებელ გოლზე მიითვალა საგოლე გადაცემა, როცა გონსალო რამოშმა ტოტენჰემის კარში მეორე გოლი შეაგდო.
პენალტების სერიაშიც დემბელემ თავისი საქმე უზადოდ შეასრულა და თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გილიელმო ვიკარიოს შანსი არ დაუტოვა.
