რასმუს ჰოილუნდი სან სიროზე გადაბარგებას უახლოვდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თავდაპირველად ჰოილუნდი მანჩესტერის დატოვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა პროექტის წარდგენის შემდეგ, ფეხბურთელმა მილანში გადაბარგების ვარიანტს მწვანე აუნთო.
მხარეებს შორის შეთანხმება ახლოვდება, მილანი ჰოილუნდის ერთწლიან იჯარაში 6 მილიონ ევროს გადაიხდის და მისი გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეეძლება.
იჯარით გატარებული სეზონის განმავლობაში ფეხბურთელის ხელფასს მთლიანად მილანი დაფარავს.