მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიამ MMA Junkie-სთან თავის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა, რომელშიც მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.
"ამ ბრძოლას იმიტომ ველოდები, რომ ის ჯერ არავის ჰყავს დანოკაუტებული. არ არსებობს, რომ ის არ გავთიშო. მე ვიქნები პირველი, ვინც ამას გააკეთებს. მე მას პირველ რაუნდში დავანოკაუტებ, ეს უდაოა.
თუ ის იგივე ენერგიით იქნება, როგორც ჯასტინ გეიჯისთან იყო ბოლო 10 წამში, მაშინ მას პირველივე რაუნდში გავთიშავ. მას ვურჩევდი, რომ ჩაფხუტით იბრძოლოს, რადგან დასჭირდება.
მე ნებისმიერ წონაში ვიბრძოლებ, არ მაინტერესებს, მე საუკეთესო მებრძოლი ვარ მსოფლიოში." - განაცხადა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა.
ილია თოფურია ჩემპიონობის შემდეგ ტიტულის დასაცავად პირველად იბრძოლებს. ის 27 ოქტომბერს UFC 308-ზე მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. ღონისძიება აბუ დაბიში გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები