ტოტენჰემმა სანდრო ტონალის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.
26 წლის იტალიელი ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს ნიუკასლიდან შეუერთდა.
სანდრო ტონალიმ განაცხადა:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. როდესაც დღეს კლუბში მოვედი, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ამბობდნენ, რომ 4-5 კლუბი ინტერესდებოდა ჩემით, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი არსებობდა.
მთავარ მწვრთნელთან თითქმის 2 საათი ვისაუბრე კლუბზე, გულშემატკივრებზე, სტადიონსა და ჩვენს ფეხბურთზე. ეს საუბარი ნამდვილი ჯადოსნური იყო, რადგან მაშინვე მივხვდი, რომ ტოტენჰემში უნდა გადმოვსულიყავი.
ტოტენჰემის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ყოველთვის ვგრძნობდი შესანიშნავ ატმოსფეროს, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ქმნიან. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას.“
ლონდონელებმა იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ კლუბისთვის სარეკორდო თანხა, 100 მილიონი ფუნტი, გადაიხადეს.