20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნის ფორვარდი მატის ტელი მანჩესტერ იუნაიტედში არ გადავა.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორამციით, ბაიერნმა 19 წლის თავდამსხმელის იჯარის თაობაზე მანჩესტერის ორი შეთავაზება გაისტუმრა უარით. ამ მომენტისთვის, ტრანსფერი შეუძლებელია და წითელი ეშმაკები სხვა ვარიანტებს განიხილავენ, ერთ-ერთი ასეთი კრისტოფერ ნკუნკუა.
გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ ტელის ტრანსფერში ჯერ კიდევ ჩართულია არსენალი და სხვა რამდენიმე კლუბი.
როგორც ირკვევა, ბაიერნი ტელის მხოლოდ სრულფასოვნად გაყიდვას განიხილავს და იჯარის შემოთავაზებას დაუყონებლივ ბლოკავს, მაშინ როდესაც მანჩესტერმა ორივეჯერ იჯარა გამოსყიდვის უფლებით შესთავაზა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ტელის თაობაზე ბაიერნმა ტოტენჰემისგან 60 მილიონიანი შეთავაზება მიიღო, თუმცა სპურსში გადასვლა თავად ფეხბურთელმა იუარა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები