მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 28-ე ტურში ერთმანეთს ოთხეულისთვის მებრძოლი 2 გუნდი დაუპირისპირდა.
ტოტენჰემი ვილა პარკს ესტუმრა და ასტონ ვილა 0-4 გაანადგურა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ლონდონელებმა შეხვედრის მეორე ნახევარში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.
50-ე წუთზე ანგარიში ჯეიმს მედისონმა გახსნა, აქედან 3 წუთში კი სხვაობა ორამდე ბრენან ჯონსონმა გაზარდა.
65-ე წუთზე ასტონ ვილა 10 კაცით დარჩა. მსაჯმა მოედნიდან ჯონ მაკგინი გააძევა და მასპინძლებისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა.
მატჩის კომპენსირებულ დროში კი ტოტენჰემმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა. კვლავ 3-წუთიან მონაკვეთში ჯერ სონ ჰინ-მინმა, ხოლო შემდეგ ტიმო ვერნერმა შეძლეს გოლების გატანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს 0-4.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ სონი გახდა, რომელმაც გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
პოსტეკოგლუს გუნდმა კი 53 ქულა დააგროვა და ასტონ ვილასთან უკვე 2 ქულაშია, თუმცა ლონდონელებს 1 მატჩით ნაკლებიც აქვთ. ასე რომ ოთხეულისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია.
კომენტარები
4 დღის წინ
11 საათის წინ
1 დღის წინ
13 საათის წინ