ტოტენჰემმა პრემიე რლიგის სასტარტო მატჩებში უგოლო სერიით კლუბის ანტირეკორდი დაამყარა.
ლონდონურმა გუნდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ოთხ შეხვედრაში მეტოქეთა კარის აღება ვერცერთხელ ვერ შეძლო.
დღეს რობერტო დე ძერბის გუნდმა ევერტონთან ფრედ (0:0) ითამაშა.
დეზებისთვის ეს არის სეზონის სტარტზე ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერია ინგლისის ოთხ უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობის მთელი ისტორიის განმავლობაში.
პრემიერ ლიგის სტარტზე უფრო ხანგრძლივი უგოლო სერია მხოლოდ კრისტალ პალასს ჰქონდა 2017/18 წლების სეზონში - 7 ტური.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ლონდონურმა კლუბმა ტრანსფერებში 350-ზე მეტი მილიონი ევრო დახარჯა.