VIDEO: უხვგოლიანი ფრე სტემფორდ ბრიჯზე - ჩელსიმ ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ჩელსიმ საკუთარ მოედანზე ჰალ სიტის ვერ მოუგო.
მორგან როჯერსის სწრაფ გოლს სტუმრებმა პირველივე ტაიმში ბელუმის სწრაფი დუბლით უპასუხეს და პირველი ნახევარი სენსაციურად მოიგეს.
შესვენების შემდეგ ჟოაო პედრომ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დააფიქსირა, თუმცა გამარჯვების გოლი ფავორიტმა ვეღარ გაიტანა და ჰალ სიტიმ სტემფორდ ბრიჯიდან ქულა წაიღო.
ჩელსისთან ეს არსენალთან წაგებული დერბის შემდეგ ზედიზედ მეორე ფეხის დაცდენაა.