ლონდონის არსენალმა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, ანდრია ბართიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კლუბმა ამის შესახებ განცხადება 11 სექტემბერს გამოაქვეყნა.
არსენალმა ბართიშვილის სანაცვლოდ 4.5 მილიონი ევრო გადაიხადა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კი კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გეგმის მიხედვით, ანდრია ბართიშვილი არსენალის პირველ გუნდს 2027 წელს შეუერთდება, როდესაც ის 18 წლის გახდება.
