ჩელსის თავდამსხმელი, ჟოაო პედრო აგვისტოს თვის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
24 წლის ბრაზილიელმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიპოვა. ის გახდა ჩელსის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაისაკუთრა კოულ პალმერის შემდეგ (2024 წლის სექტემბერი).
აგვისტოში ჟოაო პედრომ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩელსიმ ჩემპიონატის ორივე სასტარტო მატჩი მოიგო: ფულემთან (3:2) და ბრაიტონთან (4:3).
ფულემთან შეხვედრაში ფორვარდმა თამაშის 31-ე წამზევე გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ასისტენტობა პალმერს გაუწია. ყოფილი კლუბის, ბრაიტონის წინააღმდეგ მატჩში კი ჟოაო პედრომ ისევ გაიტანა და კვლავ პალმერს გაატანინა.
ბრაზილიელმა გამოკითხვაში კიდევ შვიდ პრეტენდენტს აჯობა, მათ შორის კოულ პალმერს, რიკარდო კალაფოორის, რაიან შერკის და ბრუნო ფერნანდეშს.