მილანის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ოლდ ტრაფორდზე გატარებული პერიოდი გაიხსენა, სადაც მას გარი ნევილი, როი კინი, პოლ სქოულზი და კლუბის სხვა ექს-მოთამაშეები რეგულარულად აკრიტიკებდნენ.
„ადრე ვმუშაობდი კლუბში, სადაც ბევრი ლეგენდა იყო. მათ საკუთარი წონიანი მოსაზრება აქვთ და სხვადასხვა თემებზე ბევრს ლაპარაკობენ. თუმცა, ისინი სრულიად სხვა დროში ცხოვრობდნენ“, - განაცხადა ამორიმმა.
ამორიმის ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგაში კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
ყველა ტურნირზე ერთად მისმა გუნდმა 63 მატჩიდან მხოლოდ 24 გამარჯვება მოიპოვა.