• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
18 გიჟური ფაქტი ჩემპიონთა ლიგის გასული კვირიდან
ფეხბურთიფეხბურთი

18 გიჟური ფაქტი ჩემპიონთა ლიგის გასული კვირიდან

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. პირველ ტურში გულშემატკივარმა ბევრი საინტერესო დაპირისპირება იხილა - დღევანდელ ბლოგში გასული ჩეპიონთალიგური კვირის საინტერესო ფაქტებზე გიამბობთ.


ერლინგ ბრაუტ ჰოლანდს კარიერაში უკვე 302 გოლი უგროვდება - აქედან 59 ჩემპიონთა ლიგის 59 მატჩში გაიტანა.


ნორვეგიელმა მანჩესტერ სიტის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეთა კარი 36-ჯერ აიღო, ამ მაჩვენებლით ერლინგი სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა და ქალაქელების ერთპიროვნულ ლიდერობამდე მხოლოდ ერთი გოლიღა აკლია.


ჰოლანდს 42 გოლი 39 ჯგუფური ეტაპის/ლიგის ფაზის მატჩში უგროვდება.



ჯონ მაკგინმა ევროპულ ტურნირებზე თავისი მე-12 გოლი გაიტანა, რითიც ოლი უოტკინსს გადაასწრო და ევროპაში ასტონ ვილას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


21 დარტყმასთან ერთად, ინტერმა რეალთან მატჩში 94%-იანი პასების სიზუსტე დააფიქსირა, რაც 2003/04 წლების სეზონის შემდეგ (რაც სტატისტიკა იწარმოება) სამეფო კლუბის წინააღმდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.


ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, ევროპულ დიდ ტურნირებზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა) ენცო ფერნანდესზე მეტი, 9  საგოლე გადაცემა არცერთ ნახევარმცველს შეუსრულებია.


არსენალის 12 მატჩიანი მოგებათა სერია ლიგის ფაზაში/ჯგუფურ ეტაპზე მეორე საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ პირველი მიუნხენის ბაიერნია - რეკორდმაისტერს  2023 წლის ნოემბერში 17 მატჩიანი მოგებათა სერია კოპენჰაგენთან შეუწყდა.


ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის დაწყებიდან, არსენალის 3.81 მოსალოდნელი გოლების ალბათობა ღია თამაშიდან ყველაზე მეტია სტუმარ გუნდებს შორის.


ლივერპულზე მეტჯერ მადრიდის ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ჩელსისა და მადრიდის რეალს ჰყავთ დამარცხებული - ორივეს ოთხ-ოთხჯერ.


ლამინ იამალს ჩემპიონთა ლიგაზე 21 საგოლე მოქმედება უგროვდება - 11 გოლი, 10 საგოლე გადაცემა, რაც თინეიჯერ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია. ამ მაჩვენებლით ესპანელმა კილიან მბაპეს გადაუსწრო (20).


ერმედინ დემიროვიჩმა ვიკინგს ჰეთ-თრიქი 32 წუთში შეუსრულა - შტუტგარტის ბოსნიელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ყველაზე ადრეული ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა:


რობერტ ლევანდოვსკი v ზალცბურგი (23-ე წუთი)

მარკო სიმონე v როსენბურგი (24-ე წუთი)

კილიან მბაპე v ოლიმპიაკოსი (29-ე წუთი)

ვანგელის პავლიდისი v ბარსელონა (30-ე წუთი)



საბაჰი გახდა პირველი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ტურნირზე თავის სადებიუტო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში 11 განსხვავებული ეროვნების ფეხბურთელი გამოიყვანა.


მანჩესტერ იუნაიტედში დებიუტის შემდეგ, ევროპულ დიდ ტურნირებზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა) ბრუნო ფერნანდეშზე მეტ გოლში მონაწილეობა არცერთ ნახევარმცველს მიუღია - 23 გოლი, 21 საგოლე გადაცემა.


ბრუნო ფერნანდეში ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერის მაისურით გოლს ან საგოლე გადაცემას  ყოველ 99 წუთში ასრულებს - წითელ ეშმაკებში უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რუდ ვან ნისტელროის ჰქონდა (79).


კობი მეინუმ საბაჰთან მატჩში 81 ზუსტი გადაცემა შეასრულა, რაც 2014 წლის მაიკლ კერიკის შედეგის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია - მეინუს დამრიგებელი ოლიმპიაკოსთან 89 ზუსტი გადაცემით გამოირჩა.


ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი ორი შეხვედრა მხოლოდ ორ ინგლისელ მწვრთნელს მოუგია - მაიკლ კერიკს (მანჩესტერი) და ლიამ როსენიორს (ჩელსი).



ჰარი კაინი იმ ოთხ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს შეუერთდა, რომელთან ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 8+ მატჩში აქვთ გატანილი - კრიშტიანუ რონალდუ (ორჯერ), რობერტ ლევანდოვსკი (ორჯერ) და რუდ ვან ნისტელროი.


ნიკო პასი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი (22 წლისა და 2 დღის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 2+ საგოლე გადაცემა შეასრულა - იგივე შედეგი 2008 წლეს ლეო მესიმ 21 წლისა და 120 დღის ასაკში დააფიქსირა.



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არსენალი
ბრუნო ფერნანდეში
ჰალანდი
ლამინ იამალი
ლივერპული
მანჩესტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მანჩესტერმა ლიგაზე დაბრუნება გამანადგურებელი გამარჯვებით აღნიშნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მანჩესტერმა ლიგაზე დაბრუნება გამანადგურებელი გამარჯვებით აღნიშნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის დე ლა ფუენტე ოქროს ბურთს ესპანელისთვის ითხოვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის დე ლა ფუენტე ოქროს ბურთს ესპანელისთვის ითხოვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ვინ ლიდერობს ათეულს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ვინ ლიდერობს ათეულს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თქვა კვარაცხელიაზე? - პიკემ ოქროს ბურთის ყველა ნომინანტი შეაფასა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თქვა კვარაცხელიაზე? - პიკემ ოქროს ბურთის ყველა ნომინანტი შეაფასა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 სთ წინ

VIDEO: მანჩესტერმა ლიგაზე დაბრუნება გამანადგურებელი გამარჯვებით აღნიშნა

News image

7 სთ წინ

ლუის დე ლა ფუენტე ოქროს ბურთს ესპანელისთვის ითხოვს

News image

6 სთ წინ

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ვინ ლიდერობს ათეულს?

News image

1 სთ წინ

რა თქვა კვარაცხელიაზე? - პიკემ ოქროს ბურთის ყველა ნომინანტი შეაფასა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება