• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა თქვა კვარაცხელიაზე? - პიკემ ოქროს ბურთის ყველა ნომინანტი შეაფასა
ფეხბურთიფეხბურთი

რა თქვა კვარაცხელიაზე? - პიკემ ოქროს ბურთის ყველა ნომინანტი შეაფასა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჟერარ პიკემ ოქროს ბურთის ნომინანტების სიაზე ისაუბრა და 30 ფეხბურთელი შეაფასა.


„ჯუდ ბელინგემი… ვფიქრობ, ის ათეულში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებს.


პაუ კუბარსი. ცენტრალური მცველი რომ არ იყოს, ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა. პრობლემა ისაა, რომ მცველებისთვის ყველაფერი გაცილებით რთულია. ტოპ 5.


მარკ კუკურელია - მსოფლიოს ჩემპიონი… არ მგონია, ფავორიტებს შორის იყოს.


უსმან დემბელე, კარგია… მაგრამ წელს მის შემთხვევაში ასე დარწმუნებული აღარ ვარ.


ლუის დიასს ბაიერნში კარგი წელი ჰქონდა. არ ვიცი, არც მას დავასახელებდი…


ბრუნო ფერნანდეში ბოლო ათეულში იქნება.


გაბრიელ მაგალიაეშის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა.


ერლინგ ჰალანდი - ტოპ 5. შესანიშნავი წელი და ძალიან კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა.


აშრაფ ჰაკიმი - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სადღაც რეიტინგის შუაში.


ჰარი კეინი - ერთ-ერთი ფავორიტია, მას გამარჯვება შეუძლია.


ცნობილი ხვიჩა კვარაცხელია… შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან მომწონს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და შეუძლია ათეულში მოხვდეს.


ლამინ იამალი - მსოფლიოს ჩემპიონი, უკვე ძალიან ახლოს იყო ოქროს ბურთის მოგებასთან. ჰარი კეინთან ერთად ერთ-ერთი ფავორიტია.


სადიო მანე - ჩემი აზრით, უფრო რეიტინგის ქვედა ნაწილში იქნება.


მარკინიოსი - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ბოლო ათეულში.


ლაუტარო მარტინესი - კარგი ფეხბურთელია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე განსაკუთრებულად არ გამორჩეულა. უფრო რეიტინგის ქვედა ნაწილში იქნება.


კილიან მბაპე - შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. არ მგონია, რომ მოგება შეძლოს, მაგრამ ტოპ 5-ში აუცილებლად იქნება.


ნუნუ მენდეში - ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. მე-10 და მე-20 ადგილებს შორის.


ლიონელ მესი… ჩემი აზრით, ტოპ 5-ში უნდა იყოს. მის ასაკში ისეთი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა, როგორსაც არავინ ელოდა, ამიტომ რეიტინგის სათავეში უნდა იყოს.


ჟოაუ ნევეში - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული… თავის ადგილს იპოვის.


მაიკლ ოლისე - ტოპ 10.


ვილიან პაჩო - შესანიშნავი ცენტრალური მცველი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მე-10 და მე-20 ადგილებს შორის.


ხულიან კინიონესი - მე-20 და 30-ე ადგილებს შორის.


დეკლან რაისი - პრემიერ ლიგის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. ტოპ 15.


როდრი - კიდევ ერთი ფავორიტი. წლის გარკვეული ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ, ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი უდიდესი უპირატესობით იყო. მსოფლიოს ჩემპიონი ჰარი კეინთან და ლამინ იამალთან ერთად ფავორიტებს შორის იქნება.


ფაბიან რუისი - ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონი. ტიტულების მიხედვით, ფავორიტად უნდა განვიხილოთ. თუმცა ოქროს ბურთი უნდა მოიგოს ფეხბურთელმა, რომელიც ისტორიას ქმნის და საკუთარ გუნდზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.


ფაბიანი შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ახლოსაა ოქროს ბურთის მოგებასთან. სამაგიეროდ, ტოპ 10-ში აუცილებლად უნდა იყოს.


ვილიამ სალიბა - შესანიშნავი ცენტრალური მცველი და პრემიერ ლიგის ჩემპიონი. მე-20 და 30-ე ადგილებს შორის.


ფერან ტორესი - მნიშვნელოვანი გოლების ავტორი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა, ჩემი აზრით, ათეულში მოხვედრას არ იმსახურებს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ძირითადის ფეხბურთელი არ ყოფილა.


ბარსაში მის მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი არსებობდა. მან ანდრეს ინიესტასთან ერთად ესპანეთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თუმცა მე-20 და 30-ე ადგილებს შორის უნდა იყოს.


დაიო უპამეკანო - ბაიერნის შესანიშნავი ცენტრალური მცველი, თუმცა ფავორიტებს შორის არაა.


ვინისიუს ჟუნიორი - უდიდესი ფეხბურთელი და ბრაზილიის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე. ტოპ 10 გარანტირებული აქვს.


ვიტინია - პსჟ-ის შესანიშნავი ფეხბურთელი. არ მგონია, რომ ოქროს ბურთის მოგება შეძლოს, თუმცა მაღალი ადგილი უნდა დაიკავოს.


ჩემი აზრით, მთავარი ფავორიტები ჰარი კეინი, ლამინ იამალი და როდრი არიან.


და სხვათა შორის… სად არის პედრი? და რაფინია სადაა ამ ყველაფერში?“ - განაცხადა ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილმა მცველმა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ოქროს ბურთი
ჰარი კეინი
ლამინ იამალი
პიკე
როდრი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ვინ ლიდერობს ათეულს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ვინ ლიდერობს ათეულს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

18 გიჟური ფაქტი ჩემპიონთა ლიგის გასული კვირიდან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

18 გიჟური ფაქტი ჩემპიონთა ლიგის გასული კვირიდან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მეტსახელებს ეძახიან პსჟ-ის თანაგუნდელები ხვიჩას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მეტსახელებს ეძახიან პსჟ-ის თანაგუნდელები ხვიჩას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა: "ინდივიდუალურ ჯილდოებზე დიდად არ ვფიქრობთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა: "ინდივიდუალურ ჯილდოებზე დიდად არ ვფიქრობთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ვინ ლიდერობს ათეულს?

News image

2 სთ წინ

18 გიჟური ფაქტი ჩემპიონთა ლიგის გასული კვირიდან

News image

23 წთ წინ

რა მეტსახელებს ეძახიან პსჟ-ის თანაგუნდელები ხვიჩას?

News image

9 წთ წინ

კვარა: "ინდივიდუალურ ჯილდოებზე დიდად არ ვფიქრობთ"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება