სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 23-ე ტურის გახსნით შეხვედრაში ევერტონმა ტოტენჰემს უმასპინძლა.
მატჩში სწრაფი გოლი მე-4 წუთზე რიშარლისონმა გაიტანა, 30-ე წუთზე ჯეკ ჰარისონმა ანგარიში გაათანაბრა, 41-ე წუთზე კი ბრაზილიელმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დუბლი შეასრულა.
რიშარლისონს ტოტენჰემში ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში 9 გოლი დაუგროვდა.
შეხვედრის კულმინაცია 94-ე წუთზე დადგა, როცა მასპინძელთა ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ ტოტენჰემის მცველებმა სიტუაცია ვერ განმუხტეს და ჯარედ ბრენტვეითმა თავური დარტყმით ვიკარიოს კარი აიღო, ევერტონმა კი ტოტენჰემს გამარჯვება ამოაცალა ჯიბიდან.
ეს ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-6 ფრეა გუდისონ პარკზე.
ტოტენჰემს ცხრილში 44 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა დღეს გამარჯვების შემთხვევაში ლონდონელებს ასტონ ვილა გადაასწრებს.
კომენტარები