არმან ცარუკიანი ილია თოფურიას UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დათმობისკენ მოუწოდებს.
„მე ყველა მიფრთხის. ჩემთვის მეტოქეების პოვნა ყოველთვის ჭირდა. თუ თოფურიას ჩხუბი არ უნდა, დათმოს ქამარი ან სხვა წონის დივიზიონში გადავიდეს.
ის სულ კრივზე ლაპარაკობს, პირველივე დარტყმით უპირებს გათიშვას ალვარესს და კროუფორდს.
ხოდა, მიხედოს კრივს, MMA-ს კი თავი დაანებოს, მას ჩვენ მივხედავთ." - აღნიშნა სომეხმა მებრძოლმა.
საინტერესოა, რომ თავად ცარუკიანმა უკანასკნელი ბრძოლა 2024 წლის აპრილში გამართა, როცა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა. ის ჩარლზ ოლივეირა, რომელიც ივნისში თოფურიამ პირველივე რაუნდში გათიშა.