უმარ ნურმაგომედოვის ძმა, უსმან ნურმაგომედოვი, რომელიც UFC-შიც კი არ ჩხუბობს, მიიჩნევს, რომ მსოფლიოში საუკეთესო მსუბუქწონოსანი არა ილია თოფურია, არამედ ის არის.
„როგორ შეიძლება ილია იყოს მსოფლიოში საუკეთესო მსუბუქი წონის მებრძოლი? მე დაუმარცხებელი ვარ და მასზე კარგი რეზიუმე მაქვს.
რამდენი ბრძოლა აქვს მას? 14? მე 14 ბრძოლა ფინიშით მაქვს დასრულებული. მსუბუქ წონაში საუკეთესო მე ვარ." - აღნიშნა უსმან ნურმაგომედოვმა.
უსმანს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს მოგებული, საიდანც 8 ნოკაუტით მოიგო, 6 კი - საბმიშენით.
ილია თოფურია სტატისტიკა კი 17 მოგებას - 7 ნოკაუტი, 8 საბმიშენი.