არმან ცარუკიანი თოფურიას ფრენებსაც გადასწვდა.
„არა, რა კერძო თვითმფრინავებით დაფრინავს. არამგონია, ამერიკიდან კერძო თვითმფრინავით გამოფრინდეს, იმიტომ რომ ოლივეირასთან ბრძოლის შემდეგ იყო კადრები, სადაც ის უბრალო რეისით მოფრინავდა, ხალხიც ჩანდა თვითმფრინავში.
გეუბნებით, ის ცდილობს არარეალურად მდიდარი გამოჩნდეს, რეალურად კი არამგონია, რომ ჩვეულებრივი რეისებით არ დაფრინავდეს. ხომ არის ვიდეო, სადაც ის ოლივეირასთან ბრძოლის შემდეგ, ჩვეულებრივი კომპანიის რეისზე ზის.
ის ვერ შოულობს იმხელა ფულს, რომ ამერიკიდან ევროპაში ან საქართველოში კერძო რეისებით მოფრინავდეს.
უხეშად რომ ვთქვათ, თუ მან 2-3 მილიონი დოლარი იშოვა, კერძო თვითმფრინავით ასეთი რეისი მას 400-500 ათასი დოლარი დაუჯდებოდა." - აღნიშნა UFC-ის სომეხმა მებრძოლმა.