ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ჯერ მთვრალი დამიძახა… მერე ჩემი სიმღერით გამოვიდა!
კროუფორდ, როცა გინდა, გასწავლი როგორ უნდა იცეკვო რინგზე მარიაჩი.
და კანელო, შენთვისაც დავიტოვებ ერთ რაუნდს მის შემდეგ." - წერს ქართველი ჩემპიონი.
კანელო ალვარესთან ბრძოლის წინ ტერენს კროუფორდი რინგზე ანტონიო ბანდერასის სიმღერის ფონზე გამოვიდა, რომელსაც ბრძოლის წინ ილია თოფურიაც იყენებს ხოლმე.
როცა კროუფორდს ბრძოლის შემდეგ უთხრეს, რომ ამ სიმღერას თოფურიაც იყენებდა, მან თქვა, რომ ამის შესახებ არ იცოდა.
ტერენს კროუფორდმა კანელო ალვარესი დაამარცხა და ისტორია დაწერა