უოტფორდის მთავარი მწვრთნელის, პაულო პოცელანოს თქმით, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმას უფრო დიდი მოთმინება და დრო სჭირდება.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე აპრილის შემდეგ არ გასულა. თავდაპირველი ვარაუდით მას 4-6 კვირა უნდა გასცდენოდა, თუმცა როგორც ურუგვაელმა სპეციალისტმა თქვა, უფრო დიდი დრო სჭირდება.
„ყველა ბევრს ვაკეთებთ იმისტვის, რომ გიორგი რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს.
სამწუხაროდ, მის ტრავმას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ველოდით. თუმცა მართლა ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ ჩაკვე რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს, საუკეთესო ფორმაში." - აღნიშნა პოცელანომ.
ჯერჯერობით დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, თუმცა დროის გასვლასთან ერთად იზრდება რისკი, რომ ჩაკვე საქართველოს ნაკრებს ვერც ოქტომბრის მატჩებში დაეხმარება, რომელშიც გასვლაზე თურქეთს და ესპანეთს დავუპირისპირდებით.