საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტურში სატურნირო ცხრილის ლიდერებმა თავიანთი მატჩები ჩაატარეს.
მატჩამდე ჩემპიონატის ლიდერი იბერია 1999 ბოლოადგილოსან კოლხეთს დაუპირისპირდა და სენსაციურად 0-2 დამარცხდა. ფოთელებმა ნიკოლას კაპანაძისა და დავით ფაღავას გოლებით იმარჯვეს.
მეორეადგილოსანმა დილამ კი საკუთარ მოედანზე დინამო ბათუმი მიიღო და 2-0 დაამარცხა. გორელთა მხრიდან თავი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა და აბდალა ხალაიჰალმა გამოიჩინეს.
ამ შედეგების მიხედვით ცხრილში სიტუაცია შეიცვალა. 53 ქულით პირველ ადგილზე უკვე დილაა, იბერია კი 52 ქულით მეორე პოზიციაზეა.
მომდევნო ტურში გორელები სამგურალს ესტუმრებიან, დინამო არენაზე კი დინამოსა და იბერიას შორის თბილისური დერბი გაიმართება.