საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართული თავისუფალის სტილით ჭიდაობის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2 მედლით დაასრულა.
92 კგ. წონით კატეგორიაში, ჩვენს გუნდს ოქროს მედალი სანდრო ყურაშვილმა მოუტანა, ხოლო 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ უკვე დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიგო - კობა ქარუმიძე (55 კგ.) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო საბა ფურცელაძე (130 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.