საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს.
,,25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს - უკრაინას. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. 28 სექტემბერს დაგეგმილ საქართველო - უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა კი 25 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.
გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელ. ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება." - წერს ეროვნული ნაკრების გვერდი.