პორტუგალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში მოქმედი ჩემპიონი ლისაბონის სპორტინგი სტუმრად ფამალიკაოს დაუპირისპირდა.
შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და სპორტინგის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ლისაბონელთა რიგებში გოლები პედრო გონსალვეშმა და ლუის სუარესმა გაიტანეს.
საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვის ლიდერმა გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 68 წუთი ითამაშა - მწვრთნელმა ის დაწინაურების შემდეგ მალევე შეცვალა.
გამოცემა SofaScore-მა ქოჩორაშვილს ამ მატჩისთვის 6.7 შეფასება დაუწერა. ქართველი ბურთს 54-ჯერ შეეხო, 40-დან 35 პასი ზუსტად გააკეთა (88% სიზუსტე), 10-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო, 3-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ თავის გუნდს ჯარიმა მოუტანა.
5 ტურის შემდეგ სპორტინგი 12 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. ლიდერი პორტოა, რომელმაც 5-დან 5 გამარჯვება მოიპოვა.