Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პროფესიონალი ფეხბურთელების კავშირმა (UNFP) წლის საუკეთესო საზღვარგარეთ მოთამაშე ფრანგი ფეხბურთელი დაასახელა.
პრიზი ატლეტიკო მადრიდის 33 წლის ფორვარდს, ანტუან გრიზმანს ერგო, რომელმაც ედუარდო კამავინგა, ორელიან ჩუამენი (ორივე რეალი), მაინ მენიო (მილანი) და უილიამ სალიბა (არსენალი) ჩამოიტოვა.
ზედიზედ მეხუთედ - კილიან მბაპე ლიგა 1-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
გრიზმანმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეორედ მოიგო - პირველად მან ეს 2016 წელს გააკეთა.
2023 წელს წლის საუკეთესო საზღვარგარეთ მოთამაშე ფრანგ ფეხბურთელად კარიმ ბენზემა დაასახელეს.
„დიდი მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც ხმის მიცემაში მიიღეს მონაწილეობა. ვამაყობ, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ძალიან ბევრი კარგი ფრანგი ფეხბურთელი თამაშობს." - აღნიშნა გრიზმანმა პრიზის მიღების შემდეგ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
21 საათის წინ
8 საათის წინ
6 საათის წინ
1 დღის წინ