მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
9 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ჩემპიონატის 23/24 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კილიან მბაპე დასახელდა.
პსჟ-ს ფორვარდმა ეს ჯილდო ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
კილიანმა აღნიშნული პრიზი 2019, 2021, 2022, 2023 და ახლა უკვე 2024 წლებში მოიგო. 2020-ში ის კორონავირუსის გამო არავისთვის არ გადაუციათ.
ლიგა 1-ს სიმბოლურ თერთმეტეულში პსჟ-ს შვიდი ფეხბურთელი მოხვდა
ფრანგმა ფორვარდმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - ხუთჯერ ეს პრიზი არავის არ მოუგია. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სამჯერ გადასცეს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ორჯერ კი ედენ აზარს.
ამ სეზონის 29 მატჩში მბაპემ 27 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა და უახლოეს ბომბარდირთა დავაში თავის პირველ მდევარს, ლილის ფორვარდს ჯონათან დევიდს 8 გოლით უსწრებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები