• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტუხელის 3 მთავარი თავისტკივილი ევრო 2028-ის წინ
ფეხბურთიფეხბურთი

ტუხელის 3 მთავარი თავისტკივილი ევრო 2028-ის წინ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან დრამატული მარცხის შემდეგ, ინგლისის ნაკრებში დიდი რეფორმების დრო დადგა.


მიუხედავად იმედგაცრუებისა, თომას ტუხელი პოსტზე რჩება. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მას ნდობა ევრო 2028-ის ციკლისთვისაც გამოუცხადა.

თუმცა, იმისთვის, რომ საშინაო ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებმა ტრიუმფს მიაღწიოს, გერმანელმა სპეციალისტმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას.


1. ჰარი კეინის ალტერნატივის პოვნა


ჰარი კეინი ბაიერნში ფენომენალურ სეზონს ატარებს, თუმცა ივლისის ბოლოს ის 33 წლის ხდება. ევრო 2028-ისთვის ის უკვე 35 წლის იქნება. ტუხელს ამ ტურნირზე კეინის რეალური შემცვლელი ან სათადარიგო გეგმა საერთოდ არ ჰქონია.

ოლი უოტკინსმა და ივან ტონიმ მუნდიალზე მხოლოდ სიმბოლური წუთები მიიღეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტუხელი მათ ბოლომდე არ ენდობა. ახალგაზრდა ფორვარდებიდან ედი ნკეტიამ კრისტალ პალასში ვერ გაამართლა იმედები, ერთადერთი ნათელი წერტილი კი ლიამ დელაპია, რომელმაც ჩელსიში ან სხვა კლუბში უნდა დაამტკიცოს საკუთარი კლასი. ტუხელს სჭირდება ახალი თავდამსხმელი, რომელიც კეინს ტვირთს შეუმსუბუქებს.


2. ნახევარდაცვის კრიზისი და კობი მაინუს იგნორირება


ტუხელის ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი გადაწყვეტილება მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის, კობი მაინუს იგნორირება იყო. ის განაცხადში მყოფი ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელსაც მუნდიალზე ერთი წუთიც არ უთამაშია.

საყრდენ ზონაში როტაციისთვის ტუხელი ნახევარმცველების ნაცვლად დამცველებს (რის ჯეიმსს) იყენებდა. ევრო 2028-მდე მწვრთნელმა უნდა დაიწყოს ნდობის გამოცხადება ახალგაზრდა ტალანტებისთვი: კობი მაინუ (21 წლის), ადამ უორტონი (22 წლის) და ალექს სკოტი (22 წლის) ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ინგლისს ცენტრის კონტროლი უნდა დაუბრუნონ.


3. მენტალიტეტი და ბურთის ფლობის კატასტროფული მაჩვენებელი


არგენტინასთან მატჩში გოლის გატანის შემდეგ ინგლისი დაცვაში ჩაიკეტა და ბურთის ფლობის მხოლოდ 12% ჰქონდა. ყველაზე საგანგაშო კი ის იყო, რომ მატჩის მიწურულს, თითქმის 19 წუთის განმავლობაში, ინგლისელებმა მხოლოდ 3 ზუსტი გადაცემა გააკეთეს - ისიც ჯორდან პიკფორდსა და ჯონ სტოუნსს შორის.

ტუხელმა უნდა დაძლიოს გუნდში არსებული პასიურობა და შიში. ფეხბურთელებმა უნდა დაიბრუნონ იმის რწმენა, რომ ანგარიშის შენარჩუნება ბურთის კონტროლით და შეტევით უფრო მარტივია, ვიდრე საკუთარ საჯარიმოში ჩაკეტვით.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

england
თომას ტუხელი
ჰარი კეინი
ჯუდ ბელინგემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფოტოები: ვარსკვლავები ინგლისი-არგენტინის მატჩზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფოტოები: ვარსკვლავები ინგლისი-არგენტინის მატჩზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისის საშინელი სტატისტიკა დიდი ქვეყნების წინააღმდეგ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისის საშინელი სტატისტიკა დიდი ქვეყნების წინააღმდეგ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მიულერმა ინგლისი და ტუხელი მწვავედ გააკრიტიკა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მიულერმა ინგლისი და ტუხელი მწვავედ გააკრიტიკა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

პროფესიონალიზმი განცდების ფონზე - მიკამ ეთერამდე ტრაგიკული ამბავი შეიტყო

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

პროფესიონალიზმი განცდების ფონზე - მიკამ ეთერამდე ტრაგიკული ამბავი შეიტყო
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

5 სთ წინ

ფოტოები: ვარსკვლავები ინგლისი-არგენტინის მატჩზე

News image

5 სთ წინ

ინგლისის საშინელი სტატისტიკა დიდი ქვეყნების წინააღმდეგ

News image

4 სთ წინ

მიულერმა ინგლისი და ტუხელი მწვავედ გააკრიტიკა

News image

3 სთ წინ

პროფესიონალიზმი განცდების ფონზე - მიკამ ეთერამდე ტრაგიკული ამბავი შეიტყო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება