UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაამჟღავნა, თუ რა თანხა დაჯდებოდა რომის კოლიზეუმში ორთაბრძოლის გამართვა.
UFC Vegas 119-ის შემდგომ პრესკონფერენციაზე უაითმა დაადასტურა, რომ იტალიის ისტორიულ ძეგლზე ჩხუბის ორგანიზებაზე რეალური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი იტალიური მხარის ფინანსური მოთხოვნები.
დანა უაითის განცხადებით, კოლიზეუმში ღონისძიების ჩატარების უფლებისთვის იტალიურმა მხარემ დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. ეს თანხა სრულად უნდა მიმართულიყო სპეციალური ფონდისკენ, რომელიც იტალიის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას ხმარდება.
უაითმა აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება მხოლოდ მასკისა და ცუკერბერგის მსგავსი მილიარდერების პირადი ფინანსური ჩართულობით იყო შესაძლებელი, თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ ვინმე მსგავსი თანხის გაღებას კვლავ მოისურვებს, UFC მზად არის კოიზეუმის იდეას დაუბრუნდეს.
ამ თემის აქტუალობა კიდევ უფრო გაზარდა UFC-ის ბოლო სენსაციურმა ღონისძიებამ, UFC Freedom 250-მა, რომელიც თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გაიმართა. ამ უნიკალურმა შოუმ, სადაც შვიდივე ბრძოლა ვადაზე ადრე დასრულდა, მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით რეკორდულ, 17 მილიონ მაყურებელს მოუყარა თავი.
თეთრ სახლში მიღწეული ტრიუმფისა და 2024 წელს სფეროში (The Sphere) ჩატარებული წარმატებული შოუს შემდეგ, ორგანიზაციისთვის ისტორიულ ლოკაციებზე მუშაობა ახალ საფეხურზე გადავიდა.