ლევან ჩოხელს UFC-ში საოცარი დებიუტი გამოუვიდა.
ქართველმა თავის პირველ ბრძოლაში სომეხი მებრძოლი ლეონ შაჰბაზიანი პირველივე რაუნდის 23-ე წამზე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ჩოხელმა მეტოქეს ჯერ ძლიერი დარტყმით ფეხი ატკინა, ,შემდეგ კი უძლიერესი დარტყმებიც მიაყოლა და შაჰბაზიანს შანსი არ დაუტოვა.
ეს ლევანის პროფესიონალურ კარიერაში მე-14 გამარჯვებაა (3 მარცხი).
„დიდი ხანი ვიყავი UFC-ს გარეთ, თუმცა ჩემი უნარები აქაურობას შეეფერება", - აღნიშნა ქართველმა ოქტაგონზე გამარჯვების შემდეგ.