მორიგი ქართველის დებიუტი UFC-ში წარუმატებელი გამოდგა.
ქართველმა ოთარ ტანზილოვმა თავისი პირველი ბრძოლა ორგანიზაციაში ამერიკელი მებრძოლის, დაუმარცხებელი შეინ კოლინსის წინააღმდეგ ჩაატარა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ბრძოლა საკმაოდ თანაბარი გამოდგა, თუმცა სამივე მსაჯმა თავისი უპირატესობა კოლინსს მიანიჭა, რომელმაც ოფიციალური ანგარიშით 30:27 მოიგო.
ტანზილოვისთვის ეს პროფესიონალურ კარიერაში მე-2 მარცხია, აქამდე მას დანა უაითის კონტენდერ სერიებში ასევე დაუმარცხებელ ჯოსუას მუსასთან ჰქონდა წაგებული, ასევე მსაჯების, ოღონდ გაყოფილი გადაწყვეტილებით.