UFC-ის ლეგენდარულმა ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელიც ფეხბურთის დიდი ქომაგია, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებზე ისაუბრა და საკმაოდ მოულოდნელი პროგნოზი გააკეთა.
მან გვერდი აუარა ტურნირის მთავარ ექვს ფავორიტს (არგენტინა, ბრაზილია, ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია) და ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი გუნდი - გერმანიის ეროვნული ნაკრები დაასახელა:
ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს? გერმანია. მე მათ არ ვგულშემატკივრობ, თუმცა ვფიქრობ, რომ გერმანია ნომერ პირველი ფავორიტია. მეორე ადგილზე ნიდერლანდებს დავაყენებდი, ხოლო მესამეზე ესპანეთს.
გერმანიის ნაკრებმა მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მართლაც შთამბეჭდავი სტარტი აიღო და ტურნირის ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება დააფიქსირა, როდესაც კურასაოს ნაკრები 7:1 გაანადგურა. E ჯგუფში მათი მომდევნო მეტოქეები კოტ-დ’ივუარი და ეკვადორი იქნებიან.
საფეხბურთო პროგნოზების პარალელურად, ხაბიბს მალე საწვრთნელ პროცესში სრული ჩართვა მოუწევს, რათა ისლამ მახაჩევს UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვისთვის დაეხმაროს. მახაჩევი იან მაჩადო გარის წინააღმდეგ 15 აგვისტოს, ფილადელფიაში, ტურნირ UFC 330-ის მთავარ ბრძოლაში წარსდგება.