ესპანური ფეხბურთის ლეგენდა, ჩავი ერნანდესი ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
46 წლის სპეციალისტმა ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციასთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ჩავი უმუშევარი 2024 წელს ბარსელონადან წამოსვლის შემდეგ იყო. ყოფილმა ნახევარმცველმა კატალონიურ გრანდთან ერთად 2022/23 წლების სეზონში ესპანეთის სუპერთასი და ლა ლიგა მოიგო, თუმცა კლუბმა მას კონტრაქტი ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაუწყვიტა, როცა გუნდმა სეზონი მადრიდის რეალისგან 10 ქულის ჩამორჩენით, მეორე ადგილზე დაასრულა.
ნიდერლანდები ახალ მწვრთნელს მას შემდეგ ეძებდა, რაც რონალდ კუმანმა მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდის ადრეული გამოვარდნის გამო პოსტი დატოვა.
F ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, ნარინჯისფერები 1/16 ფინალში მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ.