ლუი ვან გაალი მზადაა, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები კიდევ ერთხელ ჩაიბაროს.
De Telegraaf-ის ცნობით, 74 წლის სპეციალისტი ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის კავშირთან (KNVB) მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა არც სხვა ქვეყნის ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ამასთან, ვან გაალი დაბრუნების საკითხს მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, რაც KNVB მას საკუთარ პროექტს წარუდგენს.
გამოცემის ცნობით, ჯანმრთელობის პრობლემები ვან გალს აღარ აწუხებს და ახლა მწვრთნელი თავს „უკეთესად გრძნობს, ვიდრე ოდესმე“.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გაზაფხულზე მან პროსტატის კიბოს მკურნალობის შესახებ განაცხადა.
ლუი ვან გალი ნიდერლანდების ნაკრებში მანამდე სამჯერ მუშაობდა: 2000–2001, 2012–2014 და 2021–2022 წლებში.