ფეიენოორდს ჰოლანდიური ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა ჩაიბარებს.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ კლუბმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ოფიციალურად დაითხოვა რობინ ვან პერსი, რომელთან ერთადაც გუნდმა ერედივიზიაში მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა ჩემპიონ პსვ-ს 19 ქულით ჩამორჩა.
ვან პერსის შემცვლელად კი ჯოვანი ვან ბრონქორსტი დაინიშნა, რომელიც გუნდს 2015-2019 წლებში უკვე წვრთნიდა.
ფეიენოორდთან ერთად ვან ბრონქორსტმა 2016/17-წლების ერედივიზია, ჰოლანდიის სუპერთასი (2) და სუპერთასი (2) აქვს მოგებული. მშობლიური გუნდის შემდეგ მას ჩინურ გუანჯოუში, შოტლანდიურ რეინჯერსში და ბეშიქთაშში აქვს ნამუშევარი, ბოლო თითქმის ორი წელია კი უმუშევარია.