UFC-ს საჩემპიონო ქამრის მოპოვების მიუხედავად, გეიჯი კარიერის დასრულებას არ აპირებს.
გეიჯი: „თოფურიას ქამრის დაბრუნება გაუჭირდება"
იწერებოდა, რომ ილია თოფურიას დამარცხებისა და კარიერაში პირველი სრულფასოვანი საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ამერიკელი ხელთათმანების ლურსმანზე დაკიდებას განიხილავდა.
„ამ მომენტისთვის კარიერის გაგრძელებას არ ვაპირებ. არ ვგრძნობ შინაგანად, რომ ამით ყველაფერი დამთავრებულია.
ილია პირდაპირ რემატჩს ვერ მიიღებს. შეუძლია ელოდოს, მაგრამ ეს არ მოხდება. ბრძოლა სკამზე დავასრულებინე. მესამეშიც აპირებდა დანებებას და საბოლოოდ ორჯერ გავაჩერე. მეტი რა უნდა გავაკეთო?
მისი შემდეგი მეტოქე მე ვერ ვიქნები. მან ჯერ პედი პიმბლეტთან ან ვინმესთან უნდა იჩხუბოს." - აღნიშნა გეიჯიმ.