კონორ მაკგრეგორის ოქტაგონზე დაბრუნება სერიოზული ტრავმით დასრულდა.
UFC 329-ზე, მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის პირველივე წამებზე, ირლანდიელმა მებრძოლმა წარუმატებელი ნახტომის შემდეგ მარჯვენა ფეხი დაიზიანა და 69 წამში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ მაკგრეგორმა ჯვარედინი იოგები (ACL) გაიწყვიტა. უაითის თქმით, ამჟამად კონორის მომავალზე საუბარი აზრს მოკლებულია:
მას მუხლის ოპერაცია ელის, ეს არის და ეს. კონორ მაკგრეგორის განხილვაც კი არ ღირს. მან უნდა გაიკეთოს ოპერაცია, შემდეგ ფიზიოთერაპია, რაც დიდ დროს მოითხოვს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმები დაუშვებენ სრულფასოვან ვარჯიშს, შევძლებთ კონორის თემაზე საუბრის დაწყებას.