კრიშტიანუ რონალდუმ უზბეკეთის კარში დუბლი შეასრულა.
ლეგენდარულ პორტუგალიელს მუნდიალებზე 10 გოლი დაუგროვდა და ის პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა მსოფლიო ჩემპიონატებზე. აქამდე, ამ წოდებას 9 გოლით ეუსებიო იკავებდა.
VIDEO: რონალდუს დუბლი და განადგურებული უზბეკეთი - პორტუგალიის პირველი 3 ქულა
გარდა ამისა, ის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი პორტუგალიელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო (41 წლის).
მუნდიალის ყველაზე ასაკოვან გოლეადორებში რონალდუმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა და მხოლოდ კამერუნელ როჟე მილას ჩამორჩება, რომელმაც 1994 წლის მუნდიალზე გოლის გატანა 42 წლის და 39 დღის ასაკში შეძლო.