ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
16 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას სანაკრებო ტურნირების კომიტეტმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე ევრო 2024-ზე ნაკრების განაცხადების 23-დან 26 კაცამდე გაზრდის საკითხზე ისაუბრა.
ეს საკითხი დიდი ხანია უეფაში დღის წესრიგში დგას, თუმცა როგორც Sky Sports News იტყობინება, გუშინ დელეგაციამ განაცხადების გაზრდას ხმა დაუჭირა.
ჯერჯერობით გადაწყვეტილება ოფიციალურად არ არის მიღებული, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნული საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.
26-კაციანი განაცხადები პირველად ევრო 2020-ზე გამოიყენეს, რათა პანდემიის დროს კოვიდის მოულოდნელი შემთხვევებისგან თავი დაეცვათ.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ