მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლას ვეგასში UFC 313 გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაშიც ქვემძიმე წონის საჩემპიონო დაპირისპირება შედგა ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევს შორის.
5-რაუნდიანი ბრძოლა მაყურებელმა ბოლომდე იხილა და გამარჯვებულის ვინაობა მსაჯების გადაწყვეტილებით გახდა ცნობილი.
ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (48-47, 48-47, 49-46) ალექს პერეირა დამარცხდა და ქვემძიმე დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს ანკალაევის სახით.
მაგომედი შემდეგ გახდა მე-3 მებრძოლი დაღესტნიდან, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. აქამდე ეს ხაბიბ ნურმაგომედოვმა და ისლამ მახაჩევმა შეძლეს.
UFC 313-ის თანამთავარ ბრძოლაში, რომელიც მსუბუქ წონაში გაიმართა, ჯასტინ გეიჯიმ 3-რაუნდიან დაპირისპირებაში ასევე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (29-28, 29-28, 29-28) დაამარცხა რაფაელ ფიზიევი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები