-
Aa
+
ფონტის ზომა
უმარ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ის 2025 წელს 3-ჯერ ბრძოლას აპირებს და სჯერა, რომ შონ ო'მალი მასსა და მერაბ დვალიშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
"ვინც არ უნდა მოიგოს ეს ბრძოლა, ვფიქრობ, შემდეგი ო'მალი იქნები. მას სურს, რომ მერაბმა მოიგოს, არა რემატჩის გამო, არამედ ის ფიქრობს, რომ მერაბი ჩემზე ადვილი მეტოქე იქნება.
წელს 3-ჯერ ვიბრძოლებ. ჩემთვის იდეალური ივნისი და ოქტომბერი იქნება." - განაცხადა რუსმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბი და უმარი ერთმანეთს სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის UFC 311-ზე დაუპირისპირდებიან, რომელიც 19 იანვარს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები