2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს საღამოს, 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩს გამართავს ალბანეთის წინააღმდეგ.
დღევანდელ შეხვედრას ვილი სანიოლის გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ რატომ, ამას ქვემოთ გეტყვით.
სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ამდენივე ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს, რომელსაც ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თბილისში 4:1 მოვუგეთ.
საქმე ისაა, რომ დღეს, ჩვენი მატჩის დამთავრებიდან მალევე, ჯგუფის მეორეადგილოსანი ჩეხეთის ნაკრები უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდება და გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
სწორედ ამიტომ, ჯგუფში ლიდერობის შესანარჩუნებლად და ჩეხეთთან ნოემბრის გასვლითი მატჩის წინ, ალბანეთის საკუთარ კედლებში დამარცხება ახლა ჩვენთვის პრინციპულად აუცილებელია.
დღევანდელ შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ვხვდებით - დისკვალიფიკაციის გამო ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ქოჩორაშვილი ვერ დაგვეხმარება. პრესაში ბევრი იწერება, თუ ვის დააყენებს ვილი სანიოლი ლევანტეს ნახევარმცველის ნაცვლად. გაისმა შოთა ნონიკაშვილის და სანდრო ალთუნაშვილისთვის შანსის მიცემის მოწოდებებმაც, თუმცა არ გამოირიცხება ის ვარიანტიც, რომ ფრანგმა მწვრთნელმა ნახევარდაცვაში ზურიკო დავითაშვილი დაწიოს, რაც ჩვენს შემადგენლობას უფრო შემტევს გახდის.
უშუალოდ ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ჯგუფში ერთი გამარჯვება აქვს (უკრაინასთან 2:1) და 3 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, იგივე 3 ქულა აქვს ბოლოადგილოსან უკრაინასაც, ამიტომ ჩვენი ჯგუფი სამი ტურის შემდეგ ჯერ კიდევ გახსნილია და პირველობის შანსი არცერთ გუნდს არ აქვს დაკარგული.
ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საქართველოს ნაკრები აუცილებლად მოსაგებად და უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ გუნების გამოსასწორებლად გავა, დანარჩენი კი უკვე მოედანზე უნდა გამოჩნდეს..
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები